2022-10-26 15:35:12, 940 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს
უკრაინა და კიდევ 5 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს.
როგორც გამოცემა Agerpres ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულები არიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ღონისძიება 29 და 30 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ოთხი სესია მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე განიხილავენ უკრაინის ომს , ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ ალიანსი არ დაუჭერს მხარს უკრაინას, მაშინ პუტინი მოიგებს ომს და "ეს გახდის სამყაროს უფრო საშიშს და ბლოკს უფრო დაუცველს".
ავტორი: ექსპრესნიუსი,