20:25 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 13:16:52, 2091 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის ელჩს, კირსტი ნარინენს და ახალ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ფინეთის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა  ხაზგასმით აღნიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა  პოლკოვნიკ ჰარრი პალდანიუსს  თავდაცვის ატაშეს  თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი  ცენტრის  (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე   ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics