|
2022-10-26 09:05:44, 1030 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, შესაძლოა, ეს "ცრუ ოპერაცია" არ იყოს. „ნება მომეცით განვაცხადო, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს არის ცრუ ოპერაცია, მაგრამ ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)