17:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 12:44:00, 793 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანებაზე - ანგარიშსწორების მიზანი უფლებადამცველებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა

სახალხო დამცველი გმობს თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა, - ნინო ლომჯარია უფლებადამცველ ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ეხმაურება. 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ემსახურება. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი,  რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად.  

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ცნობისთვის, 2022 წლის 22 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ. თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს" წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics