|
2022-10-25 10:32:27, 1027 ნახვა
მსოფლიო
IAEA-ს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ, სადაც რუსეთის ბრალდებით, „ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ
რუსეთის „ბინძური ბომბის” ბრალდებების ფონზე, ორგანიზაციის ინსპექტორები უკრაინაში უახლოეს მომავალში შეამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს,- აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. გროსის თქმით, ერთი თვის წინ სააგენტომ ამ ორი ობიექტიდან ერთ-ერთი შეამოწმა და ყველაფერი ნორმების შესაბამისად იყო. „IAEA-მ ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ ამ ობიექტში ერთი თვის წინ და ჩვენი ყველა დასკვნა შეესაბამებოდა უკრაინის უსაფრთხოების დეკლარაციებს. იქ არადეკლარირებული ბირთვული აქტივობები ან მასალები არ იქნა ნაპოვნი“,- განაცხადა გროსიმ. ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ IAEA-ს თავად მიმართა თხოვნით, შეემოწმებინათ ობიექტები, სადაც, რუსეთის ბრალდებით, „ბინძურ ბონბებზე” მუშაობდნენ. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის” გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)