23:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 10:08:18, 1103 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს

ბრალდება იმის შესახებ, რომ უკრაინა "ბინძური ბომბების" გამოსაყენებლად ემზადება, აბსურდია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა POLITICO-სთან განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ადანაშაულებს სხვებს იმის კეთებაში, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებს.

"რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ ბრალდებები ან პრეტენზიები, როგორც საბაბი უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics