|
2022-10-23 16:43:16, 1311 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭს იყრის
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ სუნაკმა Twitter-ზე დაწერა. „გაერთიანებული სამეფო შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ამიტომ კენჭს ვიყრი, რომ გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი", - წერს სუნაკი. სუნაკის გარდა, თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდაუნტმა განაცხადა, რომ აპირებს კენჭისყრას. კენჭისყრას, სავარაუდოდ, გეგმავს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც, რომელიც The Telegraph-ის ცნობით, კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს. აღსანიშნავია, რომ სუნაკი ჯონსონის შემცვლელის შერჩევისას, ლიზ ტრასთან ბრძოლაში დაამარცხდა. ტრასი კი, 45-დღიანი პრემიერობის შემდეგ, თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა. ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო. ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)