23:51 - 08 May, 2026
|
2022-10-23 13:45:27, 1302 ნახვა
მსოფლიო
რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი დააკავეს
რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი დააკავეს. უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე (SBU) დაყრდნობით ავრცელებს. SBU-ს ცნობით, ბოჰუსლაევთან ერთად, ასევე დაკავებულია „მოტორ სიჩის“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის უფროსიც. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის ორი მუხლით – კოლაბორაციონიზმი და აგრესორი სახელმწიფოს ხელშეწყობა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ჩამოაყალიბეს ტრანსნაციონალური არხები აგრესორ ქვეყანაში უკრაინული ძრავების საბითუმო პარტიების უკანონოდ მიწოდების მიზნით. რუსეთი მიღებულ პროდუქციას სამხედრო ვერტმფრენების წარმოებისა და შეკეთებისთვის იყენებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)