2022-10-20 18:15:11, 1404 ნახვა
პოლიტიკა
ბოიჩენკო - ოკუპანტები მარიუპოლში 10 000-მდე ადგილობრივის მობილიზებას გეგმავენ
სამხედრო მდგომარეობის შემოღებით ისინი ოკუპირებულ მარიუპოლში ფართომასშტაბიანი მობილიზაციის დაწყებას გეგმავენ. - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით,ფრონტზე შესაძლოა 10 000-მდე ადამიანი გაიგზავნოს.
"სამხედრო მდგომარეობის შემოღებით ისინი ოკუპირებულ მარიუპოლში ფართომასშტაბიანი მობილიზაციის დაწყებას გეგმავენ. წინასწარი შეფასებით, ფრონტზე შესაძლოა 10 000-მდე ადამიანი გაიგზავნოს...ასევე, კოლაბორაციულ ხელისუფლებას ახლა შეუძლია მარიუპოლის მაცხოვრებლების ქონებისა და მანქანების "ლეგალურად" წართმევა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას . თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც . დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,