18:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 13:03:21, 1462 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. აკადემიურმა საბჭომ მხარი პოზიციაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირა. 

არჩევნებში საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ასეთია - 28 მომხრე, 2 კი - წინააღმდეგი. 

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას.

ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.

გადაწყვეტილების გამოცხადებას უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ. სტუდენტები შენობაშიც შევიდნენ და ის სივრცე დაიკავეს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახალგაზრდებს პიკეტირებული აქვთ 107-ე აუდიტორია.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.

შარვაშიძეს გადადგომის შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადი შევიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics