|
2022-10-20 10:23:35, 1224 ნახვა
მსოფლიო
აშშ - უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადება სასოწარკვეთის ტაქტიკაა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთის ტაქტიკაა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ვედანტ პატელის თქმით, "რაც არ უნდა თქვას კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა". "არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)