06:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 22:21:08, 1311 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - ხშირად ხელისუფლება პიარზეა ორინტირებული, რეალურად მათი მთავარი ამომავალი წერტილი მოქალაქე და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს

ხშირაად ხელისუფლება პიარზეა ორინტირებული, რეალურად მათი მთავარი ამომავალი წერტილი მოქალაქე და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს. - ამია შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო.

"როგორც სახალხო დამცველმა, საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო. ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმმართველობას, ვინც ახორციელებს ხოლმე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებულნი არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ა.შ. მაშინ, როდესაც ამოსავალია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, არ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაზიანებები, მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ უნდა იყოს საჯარო სივრცეები. როგორც ხედავთ, ეს ზედამხედველობა არის ფიქტიური". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics