00:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 18:01:40, 1478 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ოფიციალურად სთხოვს

უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას  სთხოვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კულებამ აღნიშნა, ისრაელისთვის ოფიციალური ნოტა გაიგზავნება.

„დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა ისრაელს დიდი ხანია მოუწოდებს, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის გაიხნას. 

"ჩვენ დიდი ხანია დაჟინებით მოვუწოდებთ ისრაელს, გახსნილიყო უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ობიექტურ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ეს არ ხდება. თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს", - აღნიშნა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics