|
2022-10-18 15:14:38, 1728 ნახვა
საზოგადოება
ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ ტრადიციულად „ლიბერთის“ მხარდაჭერით ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებლის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსის დასკვნითი საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მოთხრობები, თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს ასახავდა. ჟიურის მიერ დასახელებული სამი გამარჯვებული მწერალი იუნონა გურული, ცოტნე ავსაჯანიშვილი და მიშა ბახსოლიანი კონკურსის მხარდამჭერების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ლიბერთის რჩეული კი გახდა გიორგი შერვაშიძე.
„განათლების მხარდაჭერა ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ტრადიციულად მხარი დავუჭიროთ ლიტერატურულ კონკურსს „ვწერ მასწავლებლისთვის“, რომლის მიზანი ძალიან ახლოს არის ჩვენს ღირებულებებთან და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. სკოლებთან და პედაგოგებთან, ლიბერთის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მუდმივად ვთავაზობთ გაუმჯობესებულ, სპეციალურად მათთვის შექმნილ პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე სიამაყით ვუერთდებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საბანკო სერვისების მიღმაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ და დავაფასოთ მასწავლებლის პროფესია“, - ლევან სამუშია, ლიბერთის სახელმწიფო ფონდების დაფინანსებისა და სახელფასო პროექტების დეპარტამენტის უფროსი. ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი. კონკურსი გამომცემლობა „ინტელექტის“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ ხელშეწყობით ჩატარდა. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)