2022-10-18 13:46:49, 1718 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიმანში პოლიციამ რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა
დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული 5 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველა არასრულწლოვანი რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანით დაიღუპა.
"პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭები ამოიღო. ორი ყველაზე პატარა გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ", - ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 43 მასობრივი საფლავია გამოვლენილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,