2022-10-17 11:23:00, 1175 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში მიასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში მიასვენეს. სამგლოვიარო პროცესიას ადგილობრივები საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით დახვდნენ. ადგილზე გაიჟღერა ორივე ქვეყნის ჰიმნმაც.
ედიშერ კვარაცხელიას ხვალ, 18 ოქტომბერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ქართველო მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან მსახურობდა. ედიშერ კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. ის დონეცკთან ბრძოლებს ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, რუსების მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ომს 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,