07:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 21:11:39, 907 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიას“ იმისთვის იყენებს, რომ „ჩაწერილი“ წინადადებები სხვადასხვა რეზოლუციაში შეაპაროს

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიას“ იმისთვის იყენებს, რომ „ჩაწერილი“ წინადადებები სხვადასხვა რეზოლუციაში შეაპაროს. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამას შეჩვეული არიან.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც ვიწროპარტიული ინტერესები იყოს ჩადებული, ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე პარტიები იყვნენ ჩართული და საბოლოო ჯამში, ამ რეზოლუციას ჩრდილიც მიაყენეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და სააკაშვილს პირდაპირ ხელი დაადეს, როგორც ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ ამას „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ. მათთვის ქვეყნისა და საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა საუბრობენ საკუთარ ლიდერზე. ეს გასაგებია და აქაც სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიას“ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი „ჩაწერილი“ წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა და მათ გათავისუფლება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics