07:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 13:27:16, 973 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, მაგრამ ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით

ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო მშვიდად გადის ამ განსაცდელს.

„დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, სამყარო, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics