20:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 12:45:07, 1071 ნახვა

მსოფლიო
კომიტეტი ტრამპის წინააღმდეგ - აშშ-ს ექსპრეზიდენტი კაპიტოლიუმის საქმეზე ჩვენების მისაცემად გამოიძახეს

აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს.

„რატომ არ მთხოვა არჩეულმა კომიტეტმა თვეების წინ ჩვენების მიცემა? რატომ დაელოდნენ ისინი ბოლო შეხვედრის ბოლომდე, ბოლო მომენტებს? იმიტომ, რომ კომიტეტი არის ტოტალური „ბიუსტი“, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაყოფას ემსახურებოდა, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ცუდად მუშაობს - სასაცილო ამბავია მთელ მსოფლიოში?”, - წერს ტრამპი twitter-ზე

აღსანიშნავია ასევე, რომ ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრა წევრმა მიიღო.

ამასთან ჯერჯერობით უცნობი რჩება დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics