|
2022-10-13 22:23:28, 1574 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მისასალმებელია ევროსაბჭოს რეზოლუცია , რომელიც რუსეთის რეჟიმს ტერორისტად აცხადებს
მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ ძლიერ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ აცხადებს. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გზას უხსნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებებს. "მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ ძლიერ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ აცხადებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გზას უხსნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებებს. მოვუწოდებ მათ, დაეყრდნონ ამ რეზოლუციას და ჩაატარონ ეროვნული კენჭისყრა“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)