20:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 17:27:20, 927 ნახვა

საზოგადოება
ჩიხლაძე - ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა - ეს ადამიანი გამოდის და პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს

ეს ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა - ეს ახვარი ადამიანი გამოდის და მშობლებს აკისრებს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი, სერგო ჩიხლაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომლითაც მან 13 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მოზარდის მშობლებს დააკისრა.

ჩიხლაძის თქმით, "რად გვინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლეს ვერ გადავარჩენთ". 

"მეც ამ ხნის ბავშვი მყავს და მეზრდება და როგორ წარმოგიდგენიათ, მას რომ რამე დაემართოს, თვალებს გამოვთხრი ამ არამზადას... ეს გამოდის და ვიღაცებზე გადააქვს აქცენტები და ეს მეორე ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა. ეს ახვარი ადამიანი გამოდის და მშობლებს აკისრებს პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, რომ აქ საერთოდ ემოციები შევიკავო. საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსი ვარ თუ ვინ ვარ, ადამიანები უნდა ვიყოთ პირველ რიგში, ადამიანური გული უნდა გვქონდეს და ადამიანურად უნდა ვიყოთ განწყობილი ბავშვებისა და ჩვენი მომავლისადმი. რაზეა საუბარი, საერთოდ რად გვინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ და ვიღაც დეგენერატებს თუ შევალიეთ მათი ცხოვრება", - უთხრა "მთავარ არხს" ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა: "არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!"

შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკის ახლადრეაბილიტირებულ მრგვალ შადრევანში  3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics