|
2022-10-13 14:30:52, 855 ნახვა
მსოფლიო
„სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“ - ერდოღანი ყაზახეთში კონფერენციას პუტინთან ერთად ესწრება
ჩვენი პრიორიტეტია, რომ სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესხებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. "თითოეული ჩვენგანი გრძნობს უკრაინის კრიზისის რეგიონულ და გლობალურ გავლენას... ადგილზე არსებული ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი პრიორიტეტია, რომ სისხლისღვრა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, -", - თქვა ერდოღანმა გამოსვლისას. ერდოღანი და პუტინი, სავარაუდოდ, ორმხრივ შეხვედრას გამართავენ აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის (CICA) სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა, გაეროს შუამავლობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსკოვსა და კიევს შორის ამ ზაფხულს გაფორმებულ შეთანხმებაში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მარცვლეულის გადაზიდვის განახლება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)