09:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 12:41:46, 847 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი ФСБ-ს ბრალდებებზე - რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის ФСБ-ს ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში  ქართველებიც მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, აშშ-ი საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია.

„რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“,- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რომელშიც რუსეთის ФСБ-ს ბრალდებით ქართველებიც მონაწილეობდნენ. 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, რუსეთმა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics