|
2022-10-13 10:54:43, 673 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება
«საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში, გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 30 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება. „ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა თუ სხვა სასმელებს გააერთიანებს, სადაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები იქნება წარმოდგენილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition ოფიციალური პარტნიორია. „გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია. წელს ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და International Wine & Spirit Competition-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება“, - აღნიშნეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას, რადგან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსულ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიასა და ქართულ კულტურულ ღირებულებებს. ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ქვეყანაში მსგავსი ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ერთერთი უცვლელი პრიორიტეტიც სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)