09:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:36:28, 657 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა

„თუკი ვინმეს სურს სასჯელის გადავადება – სასჯელის გადავადებას პოლიტიკური მოტივებით არ ცნობს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ ამისთვის არსებობს გაწერილი სამართლებრივი პროცედურები – ამისთვის უნდა მიმართონ სასამართლოს. ბუნებრივია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ დასმულ კითხვაზე.

რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არის ზედმიწევნით დაცული და ყველა მოქმედება ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით.

„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ მას გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი – აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics