|
2022-10-12 13:27:51, 1202 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ორ დღეში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დააზიანა
ბოლო ორ დღეში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, ჰერმან გალუშჩენკო ავრცელებს. უკრაინელმა მინისტრმა CNN- თან ინტერვიუში განაცხადა , რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. მან განმარტა, რომ ასეთი ქმედებების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში ეხმარება ევროპის ქვეყნებს დაზოგონ რუსული გაზი და ქვანახშირი და დასძინა, რომ უკრაინა ცდილობს სწრაფად აღადგინოს მიწოდება სხვა წყაროებიდან. კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ევროპიდან ენერგიის დამატებით წყაროებს, გალუშჩენკომ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა კვლავ სტაბილურია, მაგრამ მოუწოდა პარტნიორებს უზრუნველყონ საჰაერო დაცვის სისტემები, რომლებიც რეალურად დაგვეხმარება ჩვენი ინფრასტრუქტურის „თავშესაფარში“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)