02:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 13:26:53, 927 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 22 პირი კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ძლიერმა მუსონური წვიმებმა ყველაზე მეტად დააზარალა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარნალის პროვინცია, საიდანაც ათასობით მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და ასობით სახლი დაზიანდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დახმარება ვერტმფრენებით გაგზავნეს. ამასთან, გაერო-ს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ნეპალის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებიან.

ნეპალში მუსონური წვიმების სეზონი ივნისში იწყება და ოქტომბერში მთავრდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს, სტიქიებს სულ მცირე 110 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics