|
2022-10-12 13:18:26, 1080 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ზუგდიდის შემდეგ, იმერეთის რეგიონში, ქუთაისის 4 სხვადასხვა სკოლაში: აკაკი წერეთლის სახელობის N1, იოსებ ოცხელის სახელობის N2, ასევე, N30 და N32 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გამართეს. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ნაადრევი ქორწინების, მისი ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე, ბულინგის, ორგანიზებული დანაშაულის და ძალადობის სხვადასხვა ფორმის თაობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესები განუმარტეს, ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე რეგიონში გაიმართება.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)