|
2022-10-12 11:33:56, 681 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, ქ. რომში, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გამართულ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესიაზე, რომელსაც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო. ოთარ შამუგიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ყველა სახელმწიფო პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს მზარდი. „ვმუშაობთ, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო აძლევს იაფ ფინანსურ რესურსს, მათთვის ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები; სახელმწიფო ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას. მხარს ვუჭერთ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული FAO-ს მიერ ორგანიზებული სასურსათო სისტემების ეროვნული დიალოგების ჩატარების პროცესში, მომზადდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარედგინა. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერისთვის. სესიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)