|
2022-10-11 21:41:42, 1617 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიხანოვსკაია ზელენსკის - ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა უკრაინასთან ითანამშრომლოს
ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან. - ამის შესსხებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიტლანა ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით განაცხადა. მისივე თქმით, თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბელარუსი და ევროპა. "ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დემოკრატიულ ბელარუსთან ალიანსის შექმნას. ერთად ვიბრძოლოთ და მხარი დავუჭიროთ ბელარუსის წინააღმდეგობას. გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან და დაამყაროს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ უკრაინასთან ერთად. რადგან თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბელარუსი და ევროპა“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)