02:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 17:46:22, 920 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - Nord Stream-ზე ბოლო დივერსიის შემდეგ, ნატო ინფრასტრუქტურის დაცვას განიხილავს

Nord Stream-ზე ბოლო დივერსიის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფრასტრუქტურის დაცვას განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს 12-13 ოქტომბერს უნდა მოხდეს.

„ნატოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები განიხილავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ჩრდილოეთ სტრიმზე დივერსიის ფონზე. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას”, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ელოდება გამოძიების შედეგებს Nord Stream-ზე დივერსიის შესახებ.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების სამ ადგილას გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. მოგვიანებით შვედეთში გაზის გაჟონვის კიდევ ერთი წყარო აღმოაჩინეს .

შვედი სეისმოლოგების აზრით, გაჟონვა შეიძლებოდა მომხდარიყო წყალქვეშა აფეთქებების შედეგად , რომლებიც დაფიქსირდა იმ ტერიტორიაზე, სადაც გადის გაზსადენები.

ნატო ასევე თვლის, რომ გაზის გაჟონვა ჩრდილოეთ ნაკადის განშტოებაზე დივერსიის შედეგად მოხდა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics