02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 10:04:05, 1594 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. 

მან დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინას მხარდაჭერას. 

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, კერძოდ, საუბარი იყო მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე. 

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა მის მუდმივ ჩართულობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გააგრძელოს რუსეთისთვის სანქციების დაკისრება, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრება მის სამხედრო დანაშაულებებზე და სისასტიკეებზე და უზრუნველყოს უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება.

"პროდუქტიული საუბარი მქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა იყო საჰაერო თავდაცვა. ახლა ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია G7-ის მკაცრი პოზიციისა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის რეზოლუციის მხარდაჭერაში.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე 84-ზე მეტი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics