|
2022-10-10 21:41:15, 1744 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - უკრაინა ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ყველა შესაძლებელი გზით
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ყველა შესაძლებელი გზით. - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, რომ მოქალაქეებს ზიანი მიაყენოს. „ჩვენ აქ ვდგავართ, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩვენ ვუგზავნით უკრაინელებს შემდეგ გზავნილს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ყველა შესაძლებელი გზით. ჩვენ, მოკავშირეებმა, აუცილებელად უნდა მოგაწოდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ უკრაინელებმა შეძლონ ქალაქების დაცვა, მოქალაქეების დაცვა. რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, რომ მოქალაქეებს ზიანი მიაყენოს. ჩვენ ვდგავართ დაღუპულთა ოჯახებთან და უკრაინასთან“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)