|
2022-10-10 15:16:49, 1488 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ - რიგით მეშვიდე, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და თიბისი კაპიტალისთვის კი, პირველი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და “გალტ & თაგარტის” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე. პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება „საქართველოს უძრავი ქონების“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს. აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 7 ოქტომბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტები „გალტ & თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი“ არიან. „მოხარული ვართ, რომ “საქართველოს უძრავმა ქონებამ“ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, - განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს უძრავი ქონების“ ობლიგაციების განთავსებაში. მორიგი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს უძრავი ქონების“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო “გალტ & თაგარტის” მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან” , - განაცხადა “გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავ ქონებასთან“ ერთად, პირველი ერთობლივი ემისია წარმატებით განვახორციელეთ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურად ვართ ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)