|
2022-10-10 14:37:57, 1262 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - თუ უკრაინის ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს, რუსეთი მკაცრად უპასუხებს
თუ უკრაინის ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს, რუსეთი მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ყირიმის ხიდზე აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას. „კრიმინალისტიკური და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე ოპერატიული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ დამკვეთები, ორგანიზატორები და დამნაშავეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე 3 ტერაქტი განხორციელეს. შეგახსენებთ, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მედიაში გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)