18:07 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 19:46:26, 2753 ნახვა

სპორტი
ლეგენდარულმა იკერ კასილასმა გამოაცხადა, რომ გეია, შემდეგ წაშალა ტვიტი და ბოდიში მოიხადა

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილიასმა სოციალურ ქსელში თავისი ორიენტაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

”იმედი მაქვს, რომ გარკვეულ პატივს მცემთ. გეი ვარ“, - წერს ცნობილი ფეხბურთელი და ჰეშთეგი „ბედნიერ კვირას გისურვებთ“.

ამ პოსტმა უკვე დააგროვა დაახლოებით 70 ათასი მოწონება და 20 ათასი რეპოსტი სხვა მომხმარებლების კომენტარებით. თუმცა, მოგვიანებით ტვიტი წაიშალა და კასილასმა უარყოფა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი სოციალური მედიის ანგარიში გატეხილი იყო. გარდა ამისა, მადრიდის "რეალის" ლეგენდამ ლგბტ თემს ბოდიში მოუხადა.

"ანგარიში გატეხილია. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერს. და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს", - ნათქვამია შეტყობინებაში.

მეკარე ესპანელ ტელეწამყვან სარა კარბონეროსთან 12 წელია ურთიერთობაშია. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. 2021 წელს წყვილმა განქორწინება გამოაცხადა.

41 წლის კასილიასი გახდა ესპანეთის ჩემპიონი (5-ჯერ), თასის მფლობელი (2), ქვეყნის სუპერთასი (4). სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგაში, ორჯერ - უეფას სუპერთასზე, გახდა საკონტინენტთაშორისო თასის და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics