|
2022-10-09 11:24:24, 869 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. „გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან ფრაგმენტებით. აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)