12:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 13:35:39, 1228 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე Credit Suisse-ის თემაზე - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. კალაძის თქმით,  არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს. 

„რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია  პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.  შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics