17:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 12:09:12, 1412 ნახვა

ეკონომიკა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად, გაიზარდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტიც. 

გაზრდილი ბიუჯეტი  ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას. 

„გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია გარემოს დამაბინძურებლების, ბრაკონიერების, უკანონო ტყითმოსარგებლეების  სახელმწიფო კონტროლის აღსრულება. შესაბამისად, აუცილებელია  მაკონტროლებელი სამსახურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვით სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. 

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 688,480.0 ათასი ლარით განისაზღვრა. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი,   2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით,  95.4 მლნ ლარითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პრიორიტეტების მიხედვით, პროგრამების ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics