23:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 18:30:02, 1427 ნახვა

მსოფლიო
ISW - პუტინი აპირებს უკრაინაში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა შოიგუს დააკისროს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ აპირებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დააკისროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

ISW მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ვარაუდით, პუტინმა კადიროვი დააწინაურა იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ლოიალობა და შოიგუ ჩამოიშოროს.

ISW-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კრემლი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, პუტინი არ იჩქარებს შოიგუს გათავისუფლებას იმ მიზეზით, რომ რუსული არმიის მუდმივ წარუმატებლობაში მისი დადანაშაულება განაგრძოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics