12:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 16:47:40, 1009 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელზე - ეს ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს

ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას  ახდენს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ეხება მოვლა-პატრონობისთვის მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის გადაცემას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტი სახალხო დამცველს გადამოწმებული არ ჰქონდა და სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა.

„სამარცხვინო იყო ის, თუ როგორ „იცავდა“ საკუთარ პოზიციებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ასეთი არაკომპეტენტურობა,  საქმეში ჩაუხედაობა, მოუმზადებლობა , უბრალოდ შუფერებელია იმ კონსტიტუციურ  ორგანოსთან, რასაც სახალხო დამცველი ქვია. 
ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს რა თქმა უნდა ახდენს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ - განაცხადა ირაკლი კობაიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics