13:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 22:11:40, 1381 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის ამერიკელი ექიმი - მისი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ექიმმა, მასიმო დი ანჯელომ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული.

"ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის პალატაში შეიჭრა პროკურატურა და შეეცადნენ სხდომის გამართვას, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე დაკარგა გონება. ეს არ არის პირველი, მას გონების დაკარგვა უფიქსირდება შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეულია მოულოდნელი თავდასხმებით. დღეს შევიდა ამერიკელი ნევროლოგი, რომელმაც საგანგაშო სურათი დაინახა, მისი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება, პარამეტრები არის ზღვარზე, რის შემდეგაც კოლაფსი გველოდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics