|
2022-10-05 16:18:03, 1412 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, უწყება დეტალურად მუშაობს კურორტების განვითარების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მალე პრეზენტაცია გაკეთდება და უკვე მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზება დაიწყება. ამასთან, მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფო მზად არ არის, რომ კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტი შესთავაზოს, რადგან პირობითად, შეიძლება არ არსებობდეს განაშენიანების გეგმა, მუშაობა წარიმართება სივრცით დაგეგმვაზე, რათა ეს კურორტები სწორად განვითარდეს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე გარკვეული მიმართულებით საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელიც კურორტების განვითარების ახალი სააგენტოს მიერ უკვე იგეგმება. „ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი საინტერესო, ხშირ შემთხვევაში მიტოვებული, ნაკლებად ცნობილი ადგილებიც კი, რა თქმა უნდა, დამატებით შევისწავლეთ ყველა ის კურორტი და პოტენციური კურორტი, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია - ასეთი სია არსებობს. თუმცა, ძალიან ბევრს ახლებური გააზრება, გადახედვა ჭირდება, რადგან ბევრი შეიძლება არც ისე საინტერესო ან კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს თანამედროვე პირობებში. ახლა ვართ შერჩევის პროცესში, რადგან, ქვეყანას, რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდული აქვს და ასობით კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები - ეს იქნება უფრო მსხვილი, საკურორტე ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეირჩა უფრო მცირე ადგილებიც, სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება კურორტს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მისი ინფორმაციით, არის კიდევ ისეთი საკურორტე ადგილები, სადაც არსებოს მზა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება ანუ ობიექტები, რომლებიც უკვე შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორმა - მთავრობა მათ პრივატიზებას უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)