23:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 14:14:01, 1346 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ.  ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

„ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალი და დაიწყო ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც ხვალ დილის 10 საათზე დასრულდება. ამიტომ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნება ხვალ იქნება“, - განაცხადა მან. .

მოგვიანებით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცება.

"მე მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პუტინის ყალბ რეფერენდუმზე ან უკრაინის ნებისმიერ ანექსიაზე", - წერს ფონ დერ ლაიენი. 

სანქციების მერვე პაკეტი შეიქმნა რუსეთის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების გამართვისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics