|
2022-10-05 13:50:30, 1013 ნახვა
საზოგადოება
ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ გვაქვს პროექტი - „ახალი ტფილისი“, რომლის ფარგლებშიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას, განახლებასა და რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, მიმდებარე ქუჩები და ეს ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტი გაგრძელდება და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ და მოწესრიგებული, გალამაზებული გადავცეთ ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო. პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 500 000 ლარია. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, კრწანისის გამგებელი ბექა ოდიშარია, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)