|
2022-10-05 12:02:57, 736 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მიშელაძე JICA-სა და კომპანია Asia Air Survey-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროექტების ფორმულირების მრჩეველ იშიი ჰოძუმის და კომპანია Asia Air Survey-ს ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, ტორუ ინადას და მიცუნობუ ონიშის შეხვდა. გიორგი მიშელაძემ მიმდინარე პროექტებზე, მიწის ბალანსის შედგენის საკითხზე, სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნასა და მიწათსარგებლობის მონიტორინგზე ისაუბრა. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება. სააგენტოს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დღეს არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. შეხვედრაზე მხარეებმა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ საკითხში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და Asia Air Survey-ს ერთობლივ როლზე იმსჯელეს. შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარჩილიძე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე და მიწის კადასტრის დეპარტამენტის უფროსი ზაქარია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)