2022-10-05 10:39:04, 1613 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში კიდევ რვა დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების ოკუპაციისგან ხერსონის რეგიონში კიდევ რვა დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
"ოფიციალურად! საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ხერსონის ოლქის ტერიტორიების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად, ჩვენმა ნაწილებმა გაათავისუფლეს, დააფიქსირეს და დაამონტაჟეს უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში",- წერია განცხადებაში.
საუბარია შემდეგ დასახლებებზე:
ლიუბიმოვკა;
კრეშჩენოვკა;
ოქროს სხივი;
ბელიაევკა;
უკრაინული;
დიდი ალექსანდროვკა;
მალაია ალექსანდროვკა;
დავიდოვი ბროდ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, უკრაინის არმიამ განაგრძო შეტევა და რამდენიმე რეგიონში ახალი დასახლებები გაათავისუფლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,