|
2022-10-04 17:08:34, 1138 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - დამატებით სანქციებს დავაკისრებთ პირებს, რომლებიც ირანში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ
პირებს, რომლებიც ირანის საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა გააგრძელებს ირანელების უფლებების მხარდაჭერას, რათა თავისუფლად გაპროტესტება შეძლონ. "შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და ირანის მოქალაქეების გვერდით, რომლებიც მსოფლიოს შთააგონებენ თავიანთი სიმამაცით. ამ კვირაში ჩვენ დამატებით საქნიებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების უფლებების მხარდაჭერას, გააპროტესტონ თავისუფლად",- წერს ბაიდენი. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)