2022-10-04 11:17:35, 1218 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება დაიწყო. ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმიური წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით ტარდება.
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო პერსონალის ინდივიდუალურ ქმედებებს, ასევე მოქმედებებს რაზმებში, ეკიპაჟებსა და ჯგუფებში... საგანმანათლებლო პროცესის ყველა ელემენტის შესრულებისას, დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებისას", - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მარატ პავლოვმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრსა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან განიხილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,