15:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 20:55:50, 985 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიღებს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.

პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნულ პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics